სასწავლო-შემეცნებითი
და შემოქმედებითი კონკურსი
,,სამეფო გვირგვინი“( 2014წ.)
ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის
მიერ დაფუძნებულმა სასწავლო-შემეცნებითმა და შემოქმედებითმა კონკურს-ფესტივალმა ,,სამეფო გვირგვინმა’’ დიდი აღიარება მოიპოვა 2012-2013 სასწავლო წელს
(კონკურსში 150 აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა).
სკოლა-ლიცეუმი უწმინდესისა
და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
დაფუძნდა. სასწავლო პროცესი წარიმართება ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო) სკოლების პროგრამების
მიხედვით. დამატებით, რელიგიურ-საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისად, ისწავლება: კატეხიზმო
(კატეხიზაცია-მომზადება), ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები, ეკლესიის ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, წმინდანთა ცხოვრება,
საეკლესიო სამართლის საფუძვლები, ხატვა, გალობა და სხვ., ასევე ქართული სიმღერა, ცეკვა; მსურველთათვის გათვალისწინებულია
სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კრებული.
სკოლა-ლიცეუმს ჰყავს
მოძღვარი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II გამუდმებით შეგვახსენებს მოზარდის
აღზრდის დიდმნიშვნელოვან საქმეში ოჯახის, სკოლისა
და ეკლესიის ერთობლივი მონაწილეობის შესახებ, მოსწავლეთათვის ჩვენს სახელოვან წინაპართა დიდ მამულიშვილურ და
საგმირო საქმეთა გაცნობის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნული ფესტივალის, კონფერენციისა
და მხატვრული ტურების ჩატარების აუცილებლობა სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევის გამოძახილს წარმოადგენს.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები, გააძლიეროს
მათი ორიენტაცია ქრისტიანულ, ეროვნულსა და ტრადიციულ ფასეულობებზე, კულტურაზე, ყურადღება გაამახვილოს ქართველ
მეფეთა, ღვთისმსახურთა, წმინდანთა, მხედართმთავართა, ქართული ხელოვნების მოღვაწეთა
ცხოვრებასა და დამსახურებებზე. კონკურსი ჩატარდება დევიზით - ,,მამული, ენა, სარწმუნოება,
მეფე’’.
კონკურსის ფარგლებში
გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1.
კონფერენცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ისტორიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში,
ღვთისმეტყველებაში (კატეხიზაცია ბიბლიაში) - მოცემული თემატიკის მიხედვით (იხ. დანართი,
საგნობრივი საკონფერენციო თემატიკა).
2. მხატვართა კონკურსი (თემატიკა: იხ. კონკურსის მიზნები). თითოეული მონაწილე წარმოადგენს არა უმეტეს 2 ნამუშევარს.
2. მხატვართა კონკურსი (თემატიკა: იხ. კონკურსის მიზნები). თითოეული მონაწილე წარმოადგენს არა უმეტეს 2 ნამუშევარს.
3.
ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის კონკურსი. თითოეული სკოლა წარმოადგენს არა უმეტეს 2 ნომერს.
კონკურსისთვის დაწესდება
პრიზები I ადგილებისათვის.
კონკურსი გაიმართა ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა
სკოლა-ლიცეუმში.